ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ანაკლიის პროექტზე: კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი განსახილველი პრიორიტეტია და ის კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.

დეპუტატებმა მას ჰკითხეს, დარჩება თუ არა ანაკლიის პორტი პრიორიტეტად, რაზეც ქობულიამ უპასუხა, რომ უკვე ჩატარებულ კვლევებს ახალი თვალით უნდა შეხედონ.

„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი კომპლექსურად შესწავლაზე ამ საკითხის და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას კომპლექსში. ჩემთვისაც პრიორიტეტია, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი და როგორ შეიძლება ჩემთვის პრიორიტეტი არ იყოს. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო და შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას უფრო ახალი თვალით... როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი - ჯერჯერობით პასუხის ამ კითხვაზე არა მაქვს, მაგრამ გვექნება“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
23 / აპრილი 2024
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.