ახალი ამბები
შავ ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო დამსვენებლებს აფრთხილებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ზღვაზე მოსალოდნელი 4-ბალიანი შტორმის გამო ბანაობა აკრძალულია.

"შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები.
Print