ახალი ამბები
სვანეთობაზე ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი კონცერტს გამართავენ
"სვანეთობა 2018-ზე" მესტიაში კონცერტს ნინო ქათამაძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გამართავენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ელენე განაიამ უთხრა.

ფესტივალზე 17 სოფლიდან 10 სახეობის ტრადიციულ კერძს წარმოადგენენ, ასევე, გამოიფინება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები. ამავე დღეს სვანეთის საპატიო მოქალაქესაც დაასახელებენ.

ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში სიმფონიური ორკესტრის წევრებისა და შემსრულებლებისთვის  (160 სტუმრისთვის) სასტუმროს მომსახურების ხარჯებიცაა გათვალისწინებული.

ფესტივალი მესტიის მერიისა და პროექტ „Chek in Georgia“-ს თანადაფინანსებით ხორციელდება.

მერია ღონისძიებისთვის, რომელიც 29 ივლისს გაიმართება,  15 000 ლარს დახარჯავს.

ამავე თემაზე:

მესტიის მერია ფესტივალ „სვანეთობისთვის“ 15 000 ლარს გამოყოფს


Print