ახალი ამბები
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალის თარიღი შეიცვალა
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი 30 ივლისის ნაცვლად 25 ივლისს გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, თარიღის შეცვლის მიზეზი უამინდოაა. 19:00 საათიდან ღია ცის ქვეშ სხვადასხვა კომპანია საკუთარ ვაკანსიებსა და სტაჟირებებს წარადგენს. გარდა ამისა, ჟურნალი Entrepreneur Georgia მოაწყობს წარმატების კუთხეს. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები მოისმენენ წამატებული ადამიანების გამოსვლებს კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ StudentJob.ge -ისა და HR hubb-ის ინიციატივით და ორგანიზებით იწყება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
Print