ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხა“ ქარტიის პრინციპი დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, სადავო მასალა ეხებოდა „ჯიხას“ მიერ სოციალურ ქსელში, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე „ტაბულას’ მიერ გადაღებულ ვიდეოს გაზიარებას, შემდეგი ტექსტით: „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ.“

საინფორმაციო ცენტრს „თანასწორობის მოძრაობამ“ უჩივლა. განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის პირველ (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპებზე დარღვევა არ დაუდგენია.



Print