ახალი ამბები
ფოთში პოლიციელის მხრიდან გასროლის ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო
ფოთში დღეს გამთენიისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
რადიო "ათინათს" უწყებაში უთხრეს, რომ საქმეს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.

დღეს დილით მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის დროს სამართალდამცავმა წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

შსს-ს განცხადება ფოთში მომხდართან დაკავშირებით
Print