ახალი ამბები
ბესარიონ აპლია აფხაზეთში გზებზე ჯვრების დადგმაზე:იმედი მაქვს, გზაზე ჯვრის დანახვისას სიჩქარეს შეამცირებენ
გულრიფშის რაიონის გზატკეცილზე, რამდენიმე ადგილას, დიდი ზომის ხის ჯვრები დადგეს. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ აპლიამ „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ეს გზებზე ავარიების შემცირების მიზნით გაკეთდა.

„იმედი მაქვს, გზაზე ჯვრის დანახვისას, სიჩქარეს შეამცირებენ და ფრთხილად ივლიან, დასძინა მან და აღნიშნა, რომ ამ ბოლოდ დროს ბევრი ახალგაზრდა იღუპება გზებზე, ბევრი ავარია და უბედური შემთხვევა ხდება ჩვენს გზებზე. ჯვრები გულრიფშის რაიონში იმისთვის დაიდგა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ სოცოცხლესა და სიკვდილზე, იმაზე, რომ ღმერთის მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ყოველივე ეს ადამიანებისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა“, - აღნიშნა ბესარიონ აპლიამ.

დე ფაქტო აფხაზეთის შსს პრესსამსახურში გამოცემას განუცხადეს, რომ ჯვრების აღმართვის საწინააღმდეგო უწყებას არაფერი აქვს.

აფხაზეთში ავტოავარიების მზარდი რიცხვი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

მანამდე აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, 2017 წლის ბოლო 10 თვის განმავლობაში 143 საგზაო სემთხვევას მოხდა, რა დროსაც 56 ადამიანი დაიღუპა. 2016 гწლის ანალოგიურ პერიოდში კი 157 ადამიანი.


ამავე თემაზე:

დე ფაქტო აფხაზეთში ყველაზე მეტი ნასვამი მძღოლი სოხუმში დააჯარიმეს
Print