ახალი ამბები
ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ დღეს, ღამის 4 საათზე ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 


ამავე თემაზე:


ფოთში დაშავებულ პოლიციელს ტვინის შერყევა აქვს
Print