ახალი ამბები
ფოთში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს
ფოთში გამთენიისას მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული სამართალდამცავი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მისმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უპასუხა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და მან მამაკაცს ტყვია თავდაცვის მიზნით ესროლა.

"ქურდობის მცდელობის დროს მამაკაცმა პოლიციელს რკინის ჩაქუჩისმაგვარი ნივთი ჩაარტყა, ერთხელ თავის, ერთხელ სახის არეში. მესამედ რომ უნდა ჩაერტყა, მაშინ მოხდა სწორედ გასროლა. ბრალი ჯერ არ წარდგენია. ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, და ეს არ იძლევა 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს", - აღნიშნა ჯანაშიამ.

მისივე თქმით, მიყენებული დაზიანების გამო ბრალდებული პოლიციელი სავადმყოფოში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმებმა მას გადაადგილება აუკრძალეს.

დღეს დილით მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის დროს სამართალდამცავმა წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავამდყოფოში გარდაიცვალა. საქმეს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. სწორედ ამ მუხლით დააკავეს სამართალდამცავი. თავად პოლიციელს კი თავისს ქალი დახურული ტრავმა, შუბლის ჰემატომა და ტვინის შერყევა აქვს.

ამავე თემაზე:


ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

Print