რეგიონი
გაგრის დათვალიერებას მსურველები აეროსტატით შეძლებენ
გაგრაში ამოქმედდა ჰაერსანაოსნო კლუბი «სქაიფლაი აბხაზია», რომელიც მსურველებს საჰაერო ბურთით 25-30 მეტრის სიმაღლეზე აიყვანს და გაასეირნებს. კომპანიის დირექტორის დიმიტრი გულიას განცხადებით, ტურებს ჯერჯერობით ერთი და მხოლოდ მიბმული აეროსტატი ემსახურება.

„მომავალში იგეგმება აეროსტატით ფრენები. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია - მყარი ბაგირები და პროფესიონალი ინსტრუქტორი. აფრენა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქარი არ არის “, - აღნიშნა გულიამ.


Print