ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ანაკლიაში სასტუმროს აშენება შემიფერხდა
ანაკლიაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ხუთვარსკვლავიან სასტუროს ვაშენებ, თუმცა ბევრ რამეს ვაკეთებ და შემიფერხდა - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა, თუმცა სასტუმროს მშენებლობას, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყეს.

„მე ეს მიწა შესყიდული მაქვს და ალბათ, გაისად დავიწყებ მშენებლობას. ცოტა შემიფერხდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში პირობით საზღვართან ასეთი კლასის სასტუმროს აშენებას. თუ ვინმე მოისურვებს აქ რამის აშენებას, მე მზად ვარ, ვაჩუქო ეს ტერიტორია, უფასოდ მივცე“, - თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

განმუხურში 83, 5 ჰა მიწა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, მასზე ბოტანიკური ბაღის გაშენების ნებართვით 2016 წლის სექტემბერში გაიცა. ამ გადაწყვეტილებას მხარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა საკრებულომ დაუჭირა.

მოგვიანებით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე სასტუმრო 35 000 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენებულიყო, სადაც იფუნქციონირებდა 190 მაღალი კლასის ოთახი. სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. მისი ღირებულება კი, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარი იყო. პროექტის ფარგლებში ასევე 2000 ადამიანი უნდა დასაქმდებულიყო.

ამავე თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი: განმუხურში ძალიან მაღალი კლასის სასტუმროს ავაშენებ

ივანიშვილი: ანაკლია-განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე უარს ვამბობ



Print