რეგიონი
ხაიშის მცხოვრები: ჩვენს ტერიტორიებზე მაკონტროლებელ ორგანოებს არ შევუშვებთ
ხაიშში ჭუბერელებისა და ხაიშელების საპროტესტო აქციაზე რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს ელოდებიან და მოლაპარაკებებს გეგმავენ. ერთ-ერთმა მათგანმა ზურაბ ნიჟარაძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სპეცრაზმმა, დაახლოებით, 500 მეტრით უკან გადაიწია, თუმცა, ტერიტორია არ დაუტოვებიათ.

რაც შეეხება ადგილობრივების გეგმებს, ისინი ამბობენ, რომ ფინანსურ პოლიციას სოფელში არ შეუშვებენ, რადგან ისინი უკანონობას არ ჩადიან.

„დაველოდებით სუბარს, ხომ შეიძლება, რომ არ შეავწყდეთ ერთმანეთს და ისე გადავწყვიტოთ? პოლიციის შემოსვლა კი არა, იმას მიხედონ, რომ ჩვენ შიდა ტურიზმის დიდი პოტენციალი გვაქვს და ამ კუთხით ნაბიჯები არ იდგმება“, - თქვა ნიჟარაძემ.

ამ წუთებში ხაიშში შედარებით სიმშვიდეა. საგამოძიებო მოქმედებები კი მესტიის სოფლებში შეფერხებულია.

ამავე თემაზე:

საგამოძიებო სამსახური:ჭუბერსა და ხაიშში ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს


Print