ახალი ამბები
მარტვილის მერია პასუხისგებაში მიცემულ პირზე: ჩვენი თანამშრომელი არ არის
მარტვილის მერიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცებული იზა რ. მათი თანამშრომელი აღარ არის. რადიო "ათინათს" საჯარო უწყების პრესსამსახრუში განუცხადეს, რომ მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად, პირადი მოტივის საფუძველზე, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დატოვა.

ჩვენს კითხვაზე, ფლობდნენ თუ არა ინფორმაციას მის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით, მერიაში გვიპასუხეს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

იზა რ. სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხიგებაში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მისცა. მასთან ერთად გამოძიება გაჭედილში მცხოვრები პირის მიმართაც მიმდინარეობს, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედება.

ამავე თემაზე:

სუს-მა გაჭედილში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

Print