ახალი ამბები
რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 27-დან 30 ივლისის ჩათვლით 47 520 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები გაეგზავნა სასამართლოს.


Print