ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ბერიას ქუჩაზე უძრავი ქონება გაყიდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბერიას ქუჩა ნომერ 2-ში 2 162. 46 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და მასზე არსებული შენობა გაყიდა. საჯარო უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ უძრავი ქონება შპს „ლაზეთმა“ შეიძინა.

ელექტრონული უპირობო აუქციონი მერიამ 16 ივლისს გამოაცხადა და ის დღეს დასრულდა. საპრივატიზაციო ქონების საწყისი ფასი 250 000 ლარი იყო. საბოლოოდ, მიწა 260 000 ლარად გაიყიდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში სანეპისადგური იყო განთავსებული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის
Print