ახალი ამბები
მალთაყვაში ორი ადამიანი დაიხრჩო
ფოთში, მალთაყვაში დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ ზღვაში 55 წლამდე ასაკის ქალი და მამაკაცი დაიხრჩვნენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს მაშველებიც გამოიძახეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედრები უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.


ფოტო: ინტერნეტი
Print