ახალი ამბები
ჯგუფ „ურსას“ კონცერტი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, კულტურის ცენტრში „ოდიში“ „ურსას“ კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა ზუგდიდელ მსმენელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზა. მაყურებლის წინაშე „ურსას“ წევრები ძველ და ახალ სიმღერებს, დაახლოებით, საათნახევარი ასრულებდნენ.

ზუგდიდში ეს მათი პირველი კონცერტი იყო. როგორც სოლისტმა გიორგი ძოწენიძემ თქვა, ზუგდიდელი მაყურებლის დახვედრამ მათ მოლოდინს გადააჭარბა.



„ზუგდიდში პირველად ვართ, თუმცა სამეგრელოში ჩაგვიტარებია კონცერტი და ველოდებით, რომ კარგად და თბილად დაგვხვდებოდა მაყურებელი, თუმცა აქ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე, დიდი მადლობა ორგანიზატორებს“, - აღნიშნა მომღერალმა.

კონცერტზე ანსამბლ "ჩელას" მოცეკვავეებმა "ურსას" სიმღერების თანხლებით რამდენიმე საცეკვაო ნომერი შეასრულეს.



საღამოზე ყველაზე აქტიური ორი მაყურებელიც გამოავლინეს. ღონისძიებას ჯარისკაცებიც ესწრებოდნენ.

კონცერტი ზუგდიდელი ბექა ლაგვილავას ორგანიზებით გაიმართა, რომელმაც მაყურებლებსა და მომღერლებს მადლობა გადაუხადა.






Print