ახალი ამბები
ფოთის ნავსადგურში ყალბი დოკუმენტებით საქონლის შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის ნავსადგურში ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები დააფიქსირა.

„თითქოსდა, მას 11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებულს 773 190 საბაჟო ღირებულების პროტეინი გადაჰქონდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


საგამოძიებო უწყებამ ფოთსა და სარფში სულ 63 988 ლარის ღირებულების საქონელი ამოიღო.

საქართველოს სს კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.


Print