ახალი ამბები
ყინულის სახლს რეაბილიტაციას შპს Kelvin ჩაუტარებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ყინულის სახლის რეაბილიტაციას გულისხმობს, შპს Kelvin-მა გაიმარჯვა.
კომპანია სამუშაოებს 407 830 ლარად განახორციელებს. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

შპს Kelvin ის კომპანიაა, რომელმაც წინა ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო. მაშინ შპს-ის დირექტორმა ზურაბ ომიაძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საუბარი იყო საბუთების არასწორ შევსებაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა.

ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელია.

ყინულის მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:

ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა
Print