პოლიტიკა
NDI: საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 20% მისცემდა, ენმ-ის - 11%
NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% - "ლეიბორისტულ პარტიას".

გამოკითხულთა უმრავლესობა - 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე თავი შეიკავა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა და სულ 2 409 ამომრჩეველი გამოიკითხა.
კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.
Print