ახალი ამბები
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პარლამენტის სპროტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო, რომელმაც კანონპროექტის ძირითად აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი განხილვები სპორტული ცხოვრების პოპულარიცაზიისათვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანია ახალი კანონპროექტის მუხლების განხილვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ძირითადი არის საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხება, ასევე, განათლების სისტემა ამ კუთხით უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი“, - თქვა ყაველაშვილმა.

შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დაესწრნენ. ქვარაიამ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება და ახალგაზრდულობის ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პროპაგაგანდა. არის ბევრი საინტერესო ინიციატივა და მოსაზრება, რომელიც შეიძლება მოექცეს ამ კანონპროექტში. ხელისუფლების პოზიციაა, რომ სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის შელშეწყობა იყოს პრიორიტეტული ამ ქვეყანაში და ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს პროდუქტიული მაღალი დონის კანონპროექტის მიღებას“, - აღნიშნა ქვარაიამ.



შეხვედრას საჯარო მოხელეები, სპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. ორგანიზატორების ინფორმაციით, საჯარო განხილვები საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას, კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით ემსახურება. საბოლოოდ კი, წინადადებებსა და შენიშვნებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიაწვდიან.

ახალი კანონპროექტი სხვადასხვა სპორტული მიმართულების განვითარებასა და სათანადო რეაგირებას ითვალისწინებს, მათ შორის, სასპორტო განათლებისა და საკადრო უზრუნველყოფის მიმართულებების. დაგეგმილია თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.

საჯარო განხილვები კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).




Print