ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო ლეხზირში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
სვანეთში მყინვარ ლეხზირზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, სავარაუდოდ, მყინვარზე გლაციოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, რაც წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობას გულისხმობს და ბუნებაში ხშირად ხდება. ამავე ცნობით, ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზაც.


ამავე თემაზე:

სვანეთში ლეხზირის მყინვარიდან მასა ჩამოიშალა

Print