ახალი ამბები
ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე პოლიციელებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება
ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე არსებული (ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორია) 3 920 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მიიღო. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის ორ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

"ჩვენი მხრიდან, ეს იქნება ამ სტრუქტურაში დასაქმებულების შრომისა და ღვაწლის დაფასებაში ჩვენი წვლილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სტიმულია უბნის განვითარებისთვის. იქ დაგეგმილია ასევე საცურაო აუზის მშენებლობა. კერძო ინვესტორებთან და სამთავრობო უწყებებთთან კი ამავე ტერიტორიაზე გასაშენებელ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ობიექტებზე მიდის საუბარი. ასე რომ, უახლოეს ხანებში მივიღებთ ინფრასტრუქტურულად განვითარებულ კარგ უბანს", - თქვა წოწერიამ.


ფოტო: ინტერნეტი
Print