ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში გარევაჭრობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მან საკითხით დაინტერესებულ პირებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა.



„ერთის მხრივ, ინფრასტრუქტურული ნაწილი უნდა მოწესრიგდეს, რადგან ახლა რაც ხდება, მიუღებელია. მეორეს მხრივ, იმ ადამიანებს, ვისთვისაც გარევაჭრობა შემოსავლის წყაროა, უნდა შევთავაზოთ ალტერნატიული ფართები. ჩვენ ვთავაზობთ კერძო ბიზნესს გარკვეული სავაჭრო ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა ტერიტორიაზე. კომისია იმუშავებს, თუ სად და რა პირობებში უნდა იყოს დაშვებული და სად აიკრძალოს გარევაჭრობა“, - აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავეებმა გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გამართეს. საბოლოოდ, მათ მერიამ ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე ვაჭრობის ნებართვა მისცა, თუმცა გარემოვაჭრეები უკმაყოფილოები არიან. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობას აზრი აქვს, რადგან მყიდველი არ შედის. თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლები დათმობას არ აპირებენ და ამბობენ, რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე დროებით მუშაობის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ (ვიდეო)
Print