ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო ლეხზირთან დაკავშირებით: დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ჩამოშლილმა მთის მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია. ვითარების შესაფასებლად ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პრევენციის მიზნით, გადაკეტილია ხეობისკენ მიმავალი გზა და მიმდინარეობს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა.

„მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. ვითარება ექვემდებარება კონტროლს, არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მზად არის მოახდინოს მყისიერი რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შსს-ს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ამავე თემაზე:

მესტიის მერია: ლეხზერისკენ მიმავალ გზა ხვალ გაიხსნება

Print