ახალი ამბები
საკრებულოში ბაღების სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა საბავშვო ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის სამოქმედო გეგმას. გადაწყვეტილებას ხმა არ მისცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ. ადამია თვლის, რომ 2020 წლამდე, ბაღების სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია.

„ბაღების 65 პროცენტი შემოვლილი მაქვს. არცერთი მათგანი არ შეესაბამება სტანდარტებს. რაც შეეხება პედაგოგების გადამზადებას, კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია, რადგან ამდენი პედაგოგი ორი წლის განმავლობაში გადაამზადო, ძალიან რთულია“, - თქვა ადამიამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებისთვისთის კი ადამიას პოზიცია გაუგებარია.

„ვერ ვხვდები, საკამათო რა იყო. დოკუმენტს სწორი გაგება უნდა. ინფრასტრუქტურულ ნაწილზე 2020 წლამდე არც არის საუბარი, საუბარია მხოლოდ აღმზრდელობით და სასწავლო მეთოდების კუთხით პედაგოგების გადამზადებაზე“, -აღნიშნა წოწერიამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დევნილთა განსახლება უნდა მოხდეს 4 ბაღიდან, დანარჩენების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება კი ეტაპობრივად უნდა მოხდეს.




Print