სპორტი
დავით ქირიამ რუს კიკბოქსიორს ბრძოლა მოუგო
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ ჩინეთში გამართულ Kunlun Fight-ის საერთაშორისო ტურნირში რუს სპორტსმენს ბრძოლა ქულებით მოუგო.

მან მოგვიანებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუოულ ქართველ გმირებს მიუძღვნა.

"მადლობა უფალს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის, ეს გამარჯვება მინდა რომ მივუძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთლიანიბისთვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს!!

დიდება უფალს !

დიდება საქართველოს !

დიდება გმირებს !", - აღნიშნულია პოსტში.
Print