რეგიონი
ხობში 70-80 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ზღვის ზღარბი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, გელენავების ოჯახმა საკუთარ ეზოში განმარხებული ზღვის ზღარბი იპოვა, რომელიც, სავარაუდოდ, 70-80 მილიონი წლის წინანდელია.

"მამა მუშაობდა დაფნარში, იქ იპოვა. როგორც კი ვნახე მივხვდი, რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ძალიან ლამაზია, ყოველ მეორე ზოლზე 2-2 ნასვრეტებიანი ზოლი აქვს. ჯერჯერობით, სახლში ვინახავთ. შემდეგ ალბათ მუზეუმს გადავცემ", - ამბობს ლადო გელენავა.


ხობში ნაპოვნი გაქვავებული ზღვის ზღარბი


ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გაბუნიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ აღმოჩენილი ნიმუში ნამდვილად ზღვის ზღარბია, რომლებიც დედამიწაზე ცარცულ პერიოდში, 70-80 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. "ეს არის ძალიან კარგი ეგზემპლარი", - თქვა პალეონტოლოგმა ვასილ  გაბუნიამ.


Echinocorys sp. (კანეკლიანი, ზღვის ზღარბი) ს.კაცხი, ჭიათურა

მსგავსი განმარხებული ცხოველის ნაშთი საქართველოს მუზეუ​მში ინახება  და ის ზედა ცარცული პერიოდისაა (70-65 მილიონი წელი).
Print