რეგიონი
პირველი აგრო-ტურისტული ფესტივალი მუხურში (ფოტო, ვიდეო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მეფუტკრეობის ბაზის ტერიტორიაზე რეგიონის მასშტაბით პირველი აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა.



ღონისძიებაზე ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები წარმოადგინეს, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.




ასევე ფესტივალზე მეგრული კერძების მომზადება-დეგუსტაცია იყო შესაძლებელი.



ღონისძიებაზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში გადამზადებული სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივი სპეციალისტებისთვის სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.



საღამო ანსამბლ "კავკასიონის" კონცერტით დასრულდა.

Print