რეგიონი
ზუგდიდის სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
ე.წ. "კორცხელის საქმეზე" 5 ბრალდებულის განაჩენი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. კერძოდ, თითოეულ მათგანს ხულიგნობის მუხლი გადაუკვალიფიცირდა ცემის მუხლით.

რაც შეეხება სასჯელს, გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა შეეფარდა, გიორგი გიგაურს - 4000, ნოშრევან წურწუმის - 5000, კობა ტყეშელაშვილს კი - 6000.

ვლადიმერ გეგეშიძეს კი, რომელსაც ბრალად რამდენიმე პირის მიმართ ძალადობის განხორციელება ედება, ჯარიმის სახით 7000 ლარის გადახდა მოუწევს. 

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა"" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებდა.

ამავე თემაზე:

კორცხელის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

Print