რეგიონი
ტურისტებზე იძულების მცდელობისთვის ტობავარჩხილზე მამაკაცი დააკავეს
ტობავარჩხილზე მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა ის ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 19-150 მუხლით დაიწყო, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
Print