ახალი ამბები
გააფერადე ზუგდიდი - კედლის მხატვრობა კოსტავას ქუჩაზე (ფოტო)
კოსტავას ქუჩაზე კედელი რასიზმის საწინააღმდეგო, თანასწორობის მხარდამჭერი თუ სხვა თემატური ნახატებით ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ ინიციატივით მოხალისეებმა მოხატეს.




"ეს არის კამპანია „გააფერადე ზუგდიდი“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი შემოქმედებითი ხალხი. გვინდოდა, უბრალოდ, გაგველამაზებინა ზუგდიდი. თემატურად არის მრავალფეროვნებაზე", - გვითხრა ასოციაციის ხელმძღვანელიმა გიორგი კიკალიშვილმა.



„ეს არის სცენა და მარიონეტი, რომელსაც მარიონეტი, რომელსაც უხილავი ხელი ათამაშებს და თეატრის ნიღაბი ექნება მორგებული...ცხოვრებაც ხომ სცენაა და თეატრია“, - ასე აგვიხსნა საკუთარი ნახატი ერთ-ერთმა მოხალისემ როსტომ ზარანდიამ.



მოხალისეები მომდევნო დღეებში ზებრა გადასასვლელებსაც მოხატავენ.

Print