ახალი ამბები
ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ არ დაუთვლიათ
მესტიის მუნიციპალიტეტში ჭუბერის ხეობაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა. მისი თქმით, მიმდინარეობს პროექტირება, რის შემდეგადაც, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე, ზიანის ზუსტი ოდენობა გახდება ცნობილი.

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი და სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

სტიქიიდან, დაახლოებით, ორ კვირაში, მერმა გვითხრა, რომ სახლების გარდა, ზარალი, დაახლეობით, 4 მილიონი ლარი იყო.

ამავე თემაზე:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
Print