რეგიონი
უხვმა ნალექმა მცირე პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც შეუქმნა
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. მერიის ინფორმაცით, სოფელ ჯიხაშკარში ორი საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა, ნარაზენში გზა ჩამოირეცხა, ხოლო გრიგოლიშსა და ცაიშში ღელეები ადიდდა.

"შესაბამისი სამსახურები ადგილზე უკვე გასულები არიან, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი არ არის. წვიმამ უკვე გადაიღო და ღელეებიც თანდათან კალაპოტში ჩაჯდა", -უთხრეს რადიო "ათინათს" მერიაში.

გადაუღებელი წვიმის შედეგად სამეგრელო რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი დაიტბორა. მარტვილის სამ სოფელში ათობით სახლ-კარი და სახნავ-სათესი სავარგულები წყალმა დაფარა. ჩხოროწყუში ადიდებულმა მდინარეებმა ხიდ-ბოგირები წაიღო და გაანადგურა თხილის მოსავლის ნაწილი. გუშინ კი ფოთში ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად დაიტბორა, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ამავე თემაზე:

60-ზე მეტი დატბორილი სახლი, წაღებული თხილის მოსავალი და ჩარეცხილი გზები - სტიქია მარტვილში

Print