ახალი ამბები
ჩხოროწყუში ძლიერი წვიმის შედეგად მოსავლისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი წაღებულია
ძლიერმა წვიმამ პრობლემები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ძირითადად, სამ სოფელს - კირცხს, ახუთსა და ქვედა ჩხოროწყუს შეუქმნა. მერის დავით გოგუას ინფორმაციით, წაღებულია საკარმიდამო ნაკვეთები, თხილის მოსავლის ნაწილი, ხიდ-ბოგირები და ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.

მისივე თქმით, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე სოფელს, თუმცა ამ დროისთვის აღდგენილი სამუშაოები მიმდინარეობს.

მდინარე ადიდდა ნალექის შედეგად ხობში. მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ეზოების ნაწილი დაიტბორა, რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა.

წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდშიც. განსაკუთრებულად კი უხვმა ნალექმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა.


ამავე თემაზე:

უხვმა ნალექმა მცირე პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც შეუქმნა
Print