რეგიონი
ძველ სენაკში კიდევ ერთი უბანი დაიტბორა
სოფელ ძველ სენაკში, საგიგიბერიოს უბანში ადიდებული მდინარე ნახურია კალაპოტიდან გადმოვიდა და გარშემო არსებული საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავსათესი სავარგულები დატბორა. ადგილობრივი მკვიდრის მამუკა ჩიქობავას ინფორმაციით, ძველ სენაკში ათობით მოსახლეა დატბოილი.



"სოფლის თითქმის ყველა უბანი დაზარალდა. ღელეიბისა და მდინარის ირგვლივ ყველაფერი დატბორილია", - თქვა მამუკა ჩიქობავამ.



ძლიერი წვიმების შედეგად სენაკის გარდა, სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა. წაღებულია ხიდ-ბოგირები, განადგურებულია მოსავლის ნაწილი და დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულები.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში სტიქიის ზონებში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფოტო/ვიდეო: მამუკა ჩიქობავა

Print