ახალი ამბები
ხობში რვა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარე რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობისუძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრაძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 3 აგვისტოს მოაწერა ხელი.



გადაწყვეტილების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ამიერიდან ექნებათ:

ხეთას ციხე (ხამისკური);
ზემო ბიის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (ბია);
ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია;
ზენის ციხე (საჯიჯაო);
ყურუმულიას ციხე-ჯიხა (პირველი მაისი);
მაჩხომერის ციხე (პირველი მაისი);
ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი (ძველი ხიბულა);
გაღმა საჯიჯაოს ციხე (საჯიჯაო).

Print