ახალი ამბები
სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა (ფოტო)
ძველ ხიბულაში მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომელიც კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა და ამჟამად ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.




ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა ხელი.  ეს სწორედ ის სახლია, სადაც გამსახურდიამ მისი დაცვის რამდენიმე წევრთან ერთად, სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა.

ჩაუტარდება თუ არა რეაბილიტაცია ძეგლს, ნიკოლოზ ანთიძემ ჯერ არ იცის. მან გვითხრა, სააგენტოს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, მონიტორინგს განახორციელებენ.

"მონიტორინგის შემდეგ უკვე გვეცოდინება, რა მდგომარეობაშია შენობა, რამდენად სჭირდება რეაბილიტაცია ან რა სახის რეაბილიტაცია სჭრიდება. გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მივიღებთ", - უთხრა რადიო "ათინათს" ანთიძემ.




ფოტოები ორი წლის წინ არის გადაღებული და ის მაია კუდავას ეკუთვნის.

Print