ახალი ამბები
ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ სამთვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუშაობის სამთვიანი ანგარიში წარადგინა. ფრაქციის თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ და წევრმა ირაკლი ღურწკაიამ საკრებულოში  მათ მიერ წამოჭრილ რამდენიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურლ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა ნაწილი, მათივე თქმით, მოგვარდა, ნაწილი კი პრობლემად დარჩა.

„დღეს ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად გადავჭერით და საკითხებზე, რომლებზეც არ რეაგირებენ დღემდე. ჩვენი მიზანია მივუთითოთ შეცდომებზე და როგორ ჯობია საქმის კეთება. ეს ხელისუფლება ვერ ახერხებს რეალური პრობლემების გადაწყვეტას და ამიტომაც, ჩვენი გეგმაც არის სწორედ ის, რომ მივუთითოთ თემებზე, რომლებიც პასიურობის გამო დღემდე მოუგვარებელია“, - აღნიშნა შელიამ.



შეხვედრას, რომელიც რომელიც NDI-ის ორგანიზებით გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

Print