ახალი ამბები
აბაშის ორ სოფელში სტიქიის გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
აბაშის ორ სოფელში წყემსა და ზანათში, მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას, რის გამოც ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება​.

​ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

​"ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი​. ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.


ამავე თემაზე:

ძველ სენაკში კიდევ ერთი უბანი დაიტბორა
Print