ახალი ამბები
ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ფოთში, ზღვამ, სავარაუდოდ, იმ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა, რომელსაც მაშველები 9 აგვისტოდან ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

9 აგვისტოს საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებდნენ. უწყების ცნობით, მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მათ ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა ცოტა ხნით ადრე გამოიყვანეს. ​


ამავე თემაზე:

ფოთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
Print