წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, კარიერზე მიმდინარე
სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის
ტრაქტორის
ქვეშ მოყვა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
50 წლამდე მამაკაცის დაღუპვის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით,
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები