ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შესაძლოა, საბავშვო კუთხე მოეწყოს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც საკრებულოც არის განთავსებული, შესაძლოა, ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი კუთხე მოეწყოს. შესაბამისი ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა სალომე ფაცაციამ წარადგინა. მისი თქმით, მსგავსი კუთხე სხვადასხვა დაწესებულებაში უკვე არსებობს და ზედმეტ ხარჯებთანაც არ არის დაკავშირებული.

"საკრებულოს შენობაში მინდა, რომ მოეწყოს საბავშვო კუთხე, რათა მოსულ სტუმრებს ან აქ მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბავშვებო დატოვონ აქ და ამის გამო საქმიანობას ხელი არ შეეშალოს", - თქვა დეპუტატმა, რომელიც სხდომას რამდენჯერმე მცირეწლოვან შვილთან ერთად დაესწრო. 

მისი ინიციატივა მოიწონა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

"ძალიან სასიამოვნო ინიციატივაა, რადგან იქნებათ სივრცე, სადაც თავისუფლებად შეძლებენ ბავშვების დატოვებას. ჩვენთვისაც სასიამოვნო გარემო იქნება და ჩვენი ფოეი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოეწყოს მსგავსი კუთხე", - აღნიშნა წოწერიამ.

მისივე თქმით, თუკი ასეთი კუთხე საჯარო დაწესებულებაში მოეწყობა, ეს პრეცენდენტი იქნება.

ამავე თემაზე:

საკრებულოს დეპუტატი სხდომას შვილთან ერთად დაესწრო







Print