ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს (ფოტო)
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მერიის ინფორმაციით, ქუჩის პიანინო ზუგდიდში ,,შენი იდეა მერს“ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა



.

თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდში ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა.

ფოტო: ზუგდიდის მერია

Print