რეგიონი
ჭადრაკის სასახლესთან ზებრა გადასასვლელი მოხატეს (ფოტო)
ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლესთან არსებული ზებრა გადასასვლელი მოხალისეებმა მოხატეს. ახლა მას ჭადრაკის დაფის ფორმა აქვს.



ეს პირველი ქვეითთა გადასასვლელია, რომელიც ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" ინიციატივით მოიხატა. ახალგაზრდები ქალაქში კიდევ რამდენიმე ზებრას გააფერადებენ.



რამდენიმე დღის წინ მათ კოსტავას ქუჩაზე კედელი რასიზმის საწინააღმდეგო, თანასწორობის მხარდამჭერი თუ სხვა თემატური ნახატებით მოხატეს.

ღონისძიება კამპანია "გააფერადე ზუგდიდის" ფარგლებში ტარდება.


ამავე თემაზე:

გააფერადე ზუგდიდი - კედლის მხატვრობა კოსტავას ქუჩაზე (ფოტო)
Print