ახალი ამბები
სუს-მა "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-მა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

რადიო "ათინათს" აღნიშნული ააიპ-ის საქმიანობისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ საჯარო იფორმაცია მერიიდან გამოთხოვილი აქვს და მისი მიღებისთანავე შესაბამის მასალას შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბიუჯეტიდან განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის ორი წლის განმავლობაში 150 000 ლარი გამოიყო
Print