ახალი ამბები
მერია: "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან" დაკავშირებით არაფერი ვიცით
ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან" დაკავშირებით, ჩვენ არაფერი ვიცით, ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სუსს. ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სუს-ის მიერ აღნიშნული ააიპ-ის საქმიანობის შესწავლის დაწყებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-მა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

რადიო "ათინათს" აღნიშნული ააიპ-ის საქმიანობისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შესახებ საჯარო იფორმაცია მერიიდან გამოთხოვილი აქვს და მისი მიღებისთანავე შესაბამის მასალას შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

სუს-მა "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ზუგდიდის ბიუჯეტიდან განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის ორი წლის განმავლობაში 150 000 ლარი გამოიყო
Print