ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე სერგეი შამბას განცხადებას პასუხობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზებაა ერთიან და ევროპული ტიპის ქვეყანაში ცხოვრება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ ბრიფინგზე თქვა.

"ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება არის ჩვენი შეთავაზება, სადაც დაცულია ყველას ღირსება, უფლებები და თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს", - აღნიშნა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით.

"ეხო მასკვისთან" ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოსთან, როგორც მეზობელ ქვეყანასთან, დიალოგის დროა. 

ამავე თემაზე:

შამბა: ქართველები მტრად არ მიმაჩნია და დროა, საქართველოსთან, დიალოგი დავიწყოთ
Print