ახალი ამბები
შსს ზუგდიდში დაკავებულ მოქალაქეზე: მან პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდში მოქალაქის დაკავების მიზეზი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გახდა. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მოქალაქე თემურ ზარანდიამ პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა.

ზუგდიდის მკვიდრი თემურ ზარანდია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ავტომობილით მოძრაობისას სამართალდამცავებმა მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო გააჩერეს.მოქალაქე ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის , გენინსპექციას მიმართავს და ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.


ამავე თემაზე:

მოქალაქე ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

Print