ახალი ამბები
სად მივყავდით საგზაო ნიშანს (ფოტო)
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე დამონტაჟებული საგზაო ნიშანი, რომელიც მესტიისკენ მიმართულებას არასწორად გვიჩვენებდა, მას შემდეგ აიღეს, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს რადიო "ათინათი" დაუკავშირდა.

ჩვენ ფოტო გუშინ გადავიღეთ, თუმცა, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ეს ნიშანი აქ რამდენიმე დღის წინ განათავსეს.

"სამუშაოების წარმოების დროს კონტრაქტორმა ორგანიზაციამ არასწორად განათავსა საგზაო ნიშანი, თქვენი მომართვის შემდეგ მყისიერად აიღეს", - ამბობენ უწყებაში.




აღნიშნულ ნიშანს არა ტურისტული ლოკაციისკენ, არამედ ჩიხისკენ მივყავდით.
Print